logo
ENG



"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრმა, იმედა კლდიაშვილმა შიმშილობა დაიწყო

13 ნოე 202116:04
3 წუთის საკითხავი
 
"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრმა, იმედა კლდიაშვილმა შიმშილობა დაიწყო

გირჩი - მეტი თავისუფლების წევრმა, იმედა კლდიაშვილმა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. ინფორმაციას პარტია გირჩი - მეტი თავისუფლება ავრცელებს.

იმედა კლდიაშვილი გუშინ, ქუთაისში, სუს-ის შენობასთან პროტესტისას დააკავეს. ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია. კლდიაშვილმა შიმშილობა დღეს დილიდან დაიწყო.

ცნობისთვის, გუშინ გირჩი -მეტი თავისუფლების წევრებმა, საქართველოს 6 ქალაქში სუს-ის შენობების შესასვლელები მანქანებით ჩაკეტეს.

ამ დრომდე სხვადასხვა ქალაქის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება პროტესტისას დაკავებული 10 ადამიანი:

  • ბადრი გრიგალაშვილი - გორი;
  • ზურა ხომერიკი - გორი;
  • ტორესა მოსი - თელავი;
  • გიორგი ფუტკარაძე - ბათუმი;
  • თემურ გორგაძე - ბათუმი;
  • იმედა კლდიაშვილი - ქუთაისი;
  • ირაკლი კუკანია - რუსთავი;
  • დაჩი გიორგაძე - რუსთავი;
  • ვანო ჩუთლაშვილი - რუსთავი;
  • მათე მგელაძე (ენმ-ის წევრი) - რუსთავი

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ლ ოქტომბერს დააპატიმრეს. მან შიმშილობა დაკავებისთანავე დაიწყო და უკვე 44 დღეა შიმშილობს.

დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო. ის მე-11 დღეა პარლამენტის შენობაში შიმშილობს.


close დახურვა